logo_geo
eng_logo
საქართველო თურქეთიდან ტრაილერების მძღოლების შემოსვლას ამკაცრებს - მძღოლები პირადობით საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ
- +

28 თებერვალი. 2020. 01:02

 

 

ბათუმში, თურქეთის გენერალური საკონსულომ სოციალურ ქსელში განცხადება თურქულ ენაზე გაავრცელა და დაწერა, რომ თურქეთიდან საქართველოში ტრაილერების მძღოლების შემოსვლა პირადობის მოწმობით ვეღარ მოხდება.  აუცილებელია, მგზავრმა წარადგინოს პასპორტი. ამით კონტროლდება ტრაილერების მძღოლების გადაადგილება.

 

თუ ტრაილერის მძღოლი, 21 დღის განმავლობაში ნამყოფია ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეასა და იტალიის ტერიტორიაზე, ის საქართველოში ვერ შემოვა.

 

''ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია'', - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner