„დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლო დღეებში გაიზიარა „ყვავილების ქვეყანას"" ჩემი ე.წ. ფესტივალი. ახლა არ მინდა, ყველას დაგიმძიმოთ მოგონება გიაზე (ფერაძე) და გიგზავნით თამაზ ტყემალაძის ლექსს, ახალი გაფორმებით, თანდართული ფოტოებით. სუსტი ნერვების მქონეებმა არ მოუსმინოთ, ნაღდი ლექსია: „გიას გამოსათხოვარი ლოცვა", - წერს ილია ფერაძე facebook-გვერდზე და ვიდეოს ლინკს ურთავს:
ამას გარდა პუბლიცისტი ილია ფერაძე გია ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობით დაინტერესებულ მკითხველს ინტერნეტ-გვერდს სთავაზობს:
„გია ფერაძეზე, ბოლო ლექსის, ფეისბუქზე გამოქვეყნებას 1000-ზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა... ამიტომაც ვბედავ და ვისაც გაინტერესებთ გიას ცხოვრების ბოლო, ყველასთვის უცნობი გვერდები: უსამართლო-სასამართლო; პატიმრობა, ციხეში დევნა, საკანში აკიდებული ჭლექი და გაუთავებელი ეტაპირება მთელი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ციხეებში, ავადმყოფის დაბრუნება და გარდაცვალების შემდეგ მისი რუსეთში დაბადებული მსახიობი შვილის აღმოჩენა და თბილისში ჩამოსვლა ... გთავაზობთ ჩემს ბოლო კინომოთხრობას
„გია ფერაძე - დაბრუნება", რომელიც განვათასე, ჩემს სხვა წიგნებთან ერთად, ჩემ ვებ-გვერდზე: https://issuu.com/iliaperadze
ესაა ლინკი. თუ აკრეფთ, პირდაპირ შეხვალთ ამ გვერდზე, წაიკითხეთ და შემეხმიანეთ! მე სცენარისტი არა ვარ და ძალიან მაინტერსებს თქვენი აზრი, მეგობრებო!" - წერს ილია ფერაძე.