ევრო 2016-ის D ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთი ჩეხეთს დაუპირისპირდა. მოლოდინისამებრ, ყველა საჭირო სათამაშო კომპონენტში „ფურია როხა" დომინირებდა, თუმცა გოლის გატანა ვისენტე დელ ბოსკეს ფეხბურთელებს გაუჭირდათ.
არაერთი სახიფათო თავდასხმის მიუხედავად, პეტერ ჩეხი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და კარის მშრალად შენახვა 87 წუთის განმავლობაში მოახერხა, რა დროსაც ანდრეს ინიესტამ საჯარიმო ჩამოაწოდა, რომელსაც ჯერარდ პიკემ ზუსტი თავურით უპასუხა, ანგარიში გახსნა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:0 დაფიქსირა.
აღნიშნული გამარჯვებით ესპანელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს, თუმცა საეჭვოა რამდენად მოახერხებს გუნდი ისეთ უსიამოვნო მეტოქეებთან თამაშს როგორებიც ხორვატია და თურქეთი არიან. ჩეხეთისთვის კი ჯერ ყველაფერი წინაა.
შეგახსენებთ, რომ D ჯგუფშის პირველ შეხვედრაში ხორვატიამ თურქეთს ანალოგიურად, მინიმალური სხვაობით სძლია - 1:0.