„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე სოციალურ ქსელში პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებს.
„პატრიარქი, უფრო სწორად ანტი-პატრიარქი, რომელიც აქებს და ადიდებს ჩემი სამშობლოს დაუძინებელ მტერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომლის პირდაპირი ბრძანებით ომის გამოუცხადებლად რუსეთის ყველაზე ელიტარული N 58 არმია შემოიჭრა სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მოახდინა საქართველოს განუყოფელი ორი ნაწილის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების ოკუპაცია, ცნო „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“, დაგვიხოცა ათასობით უდანაშაულო, ხოლო ასიათასობით ადამიანი საკუთარ ტერიტორიაზე აქცია დევნილებად, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მარიონეტი ხელისუფლების ლოიალობით დღემდე აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ქართველების ხოცვას, ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და სხვები, თითქმის ყოველდღე ხდება ადამიანების გატაცება ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებიდან, მათ შორის არასრულწლოვნების, ქალების, მოხუცების, (25 თებერვალს კირბალიდან გატაცებული არასრულწლოვანი გაანთავისუფლეს ჯარიმის გადახდის შემდეგ) დარჩენილი ქართველების ჰუმანიტარული გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა როდესაც ე.წ. საზღვრები ჩაკეტეს და ავადმყოფები არ გადმოუშვეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ, თვითონ არ გაუწიეს დახმარება ლეტალურად დამთავრდა. ამის შემდეგ პირსისხლიან პუტინზე თქვა — „პუტინი თბილი და ბრძენი პიროვნებაა“ — ასეთი პიროვნება ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც ის პატრიარქი იყოს.
ჩემი მტრის მეგობარი თუ მაქებარი, ჩემი მტერია.
ილია II — ჩემი პატრიარქი არაა“, - წერს შუბლაძე.
შეგახსენებთ რომ ბადრი შუბლაძე იმ რეჟიმისა და პარტიის წევრია, რომელმაც ეკლესია დაარბია, მრევლი ტაძრის ეზოში აწამა, ბადრი შუბლაძე არის იმ პარტიის წევრი, რომელმაც ასობით უდანაშაულო ახალგაზრდა წამებით მოკლა, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა და ბოლოს პარლამენტის შენობაში რუსული ჰიმნი ააჟღერა!
დასკვნები თქვენთვის მოგვინდია.