logo_geo
eng_logo
ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 21 პაციენტი იმყოფება
- +

28 თებერვალი. 2020. 01:47

 

 

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 21 პაციენტი იმყოფება, ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

 

 

"დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11.  11-დან 5-თან უკვე გაკეთდა მყისიერი კვლევა კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით იქნება პასუხი, ან დღეს გვიან, ან ხვალ დილით,

 

 

6 პაციენტთან გამორიცხულია COVID-19,  მათ ქონდათ გრიპით ინფიცირება და დარჩნენ ჩვენთან, დღეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,  ეს პაციენტები ფასდებიან როგორც კლინიკურად გამოჯანმრთელებულები და გადავლენ საკარანტინო სივრცეში," - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner