საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშეს საქართველოში გერალდ რიხარდ ჰიორმანს შეხვდა.
შეხვედრაზე თემურ მღებრიშვილმა ჰიორმანს პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამსახურის საქმიანობის და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ავსტრიის ფედერაციული პოლიციის ატაშემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს დადებითი შეფასება მისცა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა. პოლიციის ატაშე სამსახურს დაეხმარება როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, ტექნიკური გაძლიერების მიმართულებით.
ჰიორმანი საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშეს მოვალეობის შესრულებას 1 მარტიდან ოფიციალურად შეუდგება. მან აღნიშნულ თანამდებობაზე კარლ-ჰაინც გორტანო ჩაანაცვლა.