საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ლევან ვასაძეს პასუხობს:
„ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ამ „ფრონტალურ" გაუგებრობას კითხეთ მე რომ სამშობლოს ღალატს ჩავდიოდი ეს იმ ოთახში რას აკეთებდა იმ დროს? რა როლში იყო? და მერე მე რომ ეს ვთქვი მან რაო? ამოიგმინა მაინც?
და აი მეორე მხარეს რომ ზის და გმინვაშია გულთგონხართა?
და პასუხი გაეციო და რა ვუპასუხო, რა? ან როგორ ვუპასუხო? ჩემო ორთავთვალით მაქვს ნანახი ან ორთავყურით გაგონილი თქო?
ნუ ნერვიულობთ ჩემებო, ეს ფრონტალური პერიოდული შეოტევა-კბენებ-ღრიალი მხოლოდ მაფხიზლებს და მარწმუნებს რომ ყველაფერი წესრიგშია.
აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ამ ამებას მოსწონდეს ის რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო...
წავედი ფრანგ კოლეგასთან!
მეტი ნატო საქართველოში!"- წერს ხიდაშელი.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ Palitranews-ის ეთერში, გადაცემაში „ფალავანდიშვილთან" განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მეომრების შეურაცხყოფა იყო.
„თინა ხიდაშელი სოჭში ჩავიდა და ჩემი ყურით მოვისმინე, როცა აფხაზებს უთხრა: სულ არ მაინტერესებს, საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთს, ოღონდ ლიბერალური ქვეყანა იყოს. ამის მთქმელ ადამიანს საერთოდ საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და გინიშნავენ რამის მინისტრად კი არა, მეომრების მინისტრად. ინფრასტრუქტურის მინისტრად მაინც დამინიშნე... ეს არის ფრონტალური შეურაცხყოფა ქართველი მეომრის, რომ ასეთი რაღაცის შემდეგ მინისტრად დანიშნეს. ეს ქალი სანგარშია ნაწოლი, ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე?! თქვა, რომ სულ არ მედარდება, აფხაზეთს დავიბრუნებთ თუ არა - და, მინისტრად დაგინიშნეს. მოდი ახლა შენ და იზეიმე, ვაი, რა კარგია ჩვენი დამოუკიდებლობა... " - განაცხადა ლევან ვასაძემ.