ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც 29 წევრი ქვეყნის ელჩებისგან შედგება, დღეს თურქეთის მოთხოვნით შეიკრიბება, რათა NATO-ს მეოთხე მუხლის შესაბამისად კონსულტაციები გამართოს. საქმე ეხება სირიაში მიმდინარე მოვლენებს.
NATO-ს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, ნებისმიერ მოკავშირეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, როდესაც მისი აზრით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.