logo_geo
eng_logo
სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
- +

28 თებერვალი. 2020. 12:50

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც 29 წევრი ქვეყნის ელჩებისგან შედგება, დღეს თურქეთის მოთხოვნით შეიკრიბება, რათა NATO-ს მეოთხე მუხლის შესაბამისად კონსულტაციები გამართოს. საქმე ეხება სირიაში მიმდინარე მოვლენებს.

 

NATO-ს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, ნებისმიერ მოკავშირეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, როდესაც მისი აზრით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

 

ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner