logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში ვართ
- +

28 თებერვალი. 2020. 14:42

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო შესაბამის ზომებს იღებს და კვლავ იმყოფება პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში.

 

გამყრელიძის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსული ინფექციების რაოდენობა იზრდება.

 

„ჩინეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება მსოფლიოში, განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება ევროპაში. ევროპაში თითქმის უმრავლეს ქვეყნებში დაფიქსირდა ახალი შემთხვევები, განსაკუთრებით ინტენსიურია ახალი შემთხვევების დაფიქსირება იტალიაში. ახალი შემთხვევები ძირითადად იტალიის ჩრდილოეთ რეგიონშია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საფრთხეს კვლავ წარმოადგენენ და რისკს ის ქვეყნები, სადაც მაღალი დასენიანებაა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ისევ ჩინეთი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა და იტალია. სამხრეთ კორეაში, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ გადააჭარბა 2000-ს. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა იღებს შესაბამის ზომებს და ვიმეორებ, რომ ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევაც გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner