logo_geo
eng_logo
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის განცხადება
- +

28 თებერვალი. 2020. 18:56

 

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის. შეტყობინებების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში და ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის საგანგებო სამსახურებს.

 

საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს აქვს მზადყოფნა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner