logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ალბომის "ხვამლი მრავალვარსკვლავი" პრეზენტაციას უმასპინძლა
- +

28 თებერვალი. 2020. 22:29

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ალბომის "ხვამლი მრავალვარსკვლავი" პრეზენტაციას უმასპინძლა.

 

 

პრეზიდენტმა ალბომს მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ მას ქვეყნისათვის ისტორიულ-მითოლოგიური კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

 

"ხვამლის ირგვლივ თავს იყრის ჩვენი ისტორიისა და მითოლოგიის დიდი ნაწილი. ძალიან დიდი საქმე გააკეთეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც წამოიწყეს ეს საქმე, მაგრამ დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან: არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი და იოსებ ბანძელაძე. ეს არის მართლაც საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივა და ამითაც არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ბოლომდე ამოვიცნოთ ხვამლის მთისა და მისი საგანძურების საიდუმლოებები.

 

 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა წიგნის შემქმნელებს და აღნიშნა, რომ ეს ეროვნული საქმეა და სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული უნდა იყოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner