logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: რუსეთის და თურქეთის სიტუაციური კავშირი შეირყა!
- +

29 თებერვალი. 2020. 00:54

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„თურქეთმა ნატო-ს წესდების მე-4 მუხლი გამოიყენა და ნატოს საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. ნატო-ს წესდების მე-4 მუხლი არ გულისხმობს სამხედრო ჩარევის მოთხოვნას, ის გულისხმობს კონსულტაციებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას ან პოლიტიკური დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. იდლიბის პროვინციაში სირიის არმიის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად 29 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 36 დაიჭრა. თურქეთს და რუსეთს სირიაში აქვთ ცხელი ხაზი, რომლის მიხედვით საკუთარი სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობას ერთმანეთს რეგულარულად აცნობენ. რუსეთის გენშტაბი აცხადებს, რომ თურქები მიერ მიწოდებული ინფორმაციით, თურქული ნაწილები არ უნდა ყოფილიყვნენ იმ ადგილას, რომელზეც სირიის არმიამ საჰარო იერიში მიიტანა ორგანიზაცია "ჰაიატ ტახრირ აშ შამ"-ის წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია ტერორისტული ჯგუფების "ალ ნუსრას", "ალ ყაედას", "ბინ ლადენის ფრონტი"-ს და კიდევ 160-მდე შეიარაღებული ჯგუფისგან შეიქმნა და დღეისთვის დაახლოებით 14,000-მდე მეომარს აერთიანებს. ეს ორგანიზაცია სირიის მთავრობას ებრძვის "სირიის თავისუფალი არმიის" მხარდამხარ, რომელსაც ტრადიციულად თურქეთი უწევს დახმარებას. რუსები აცხადებენ, რომ "თურქეთი არ ასრულებს სოჩის შეთანხმებას. სირიას აქვს უფლება იდლიბი გაწმინდოს ტერორისტებისგან და თურქული ნაწილები აღმოჩნდნენ ტერორისტული ორგანიზაციის შეტევითი ოპერაციის მონაწილენი, რა დროსაც იწვნიეს სირიული არმიის დარტყმა."

 

 

თურქული სააგენტო იუწყება, რომ საპასუხოდ დღეს მიტანილი იერიშის შედეგად განადგურებულია სირიელების 5 ვერტმფრენი, 23 ტანკი, 23 ქვემეხი და 309 ჯარისკაცი, რასაც სირიული სააგენტო "სანა" არ ადასტურებს. ამავე დროს რუსეთმა ორი სამხედრო ფრეგატი სევასტოპოლიდან სირიისკენ დაძრა და მათ ბოსფორი გაიარეს. ეს ხომალდები აღჭურვილია რუსული ფრთოსანი რაკეტებით "კალიბრი", რომელთა მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია. პრეზიდენტ ერდოღანის მრჩეველი მესუთ ხაკი აცხადებს, რომ "თურქეთს რუსეთთან 16 ომი ჰქონია და ისინი მზად არიან ეს კვლავ გაიმეორონ და 25 მილიონი მუსულმანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს ქვყანას შიგნიდან დაშლიან." ამის გარდა, თურქეთი იმუქრება 3,6 მილიონი სირიელი დევნილის ევროპისკენ გაშვებაზე, რითაც ევროპის თავის მხარეზე გადაბირება სურს.

 

 

მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, რომ რუსეთის და თურქეთის სიტუაციური კავშირი შეირყა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ორივე მხარე ერიდება უშუალო სამხედრო დაპირისპირებას სირიის ტერიტორიაზე,“ - წერს ირაკლი გოგავა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner