2016 წლის 14 ივნისს, 07:30 საათიდან 08:00 საათამდე, ქვესადგურში „ქსანი - 500" სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქსანი, ძეგვი, ხიდისთავი, ციხისძირი, ნიჩბისი, პატარა და დიდი ქანდა, სულ 1992 აბონენტს.
14 ივნისს, 02:00 საათზე, 5 წუთით, ქვესადგურში „რუსთავი - 220" სქემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. რუსთავს, ხოლო დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე - რუსთავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გამარჯვება, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლება.
ასევე, 14 ივნისს, 02:00 საათზე, 5 წუთით, ქვესადგურში „ გარდაბანი - 500" სქემის ცვლილებასთან დაკავშირებით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ნაწილს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.