ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქში წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია უარს ამბობს კარანტინის გავლაზე.
“ინფორმაცია მაქვს, რომ რისკ ჯგუფი ქვეყნებიდან ჩამოსული ქართველების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს კარანტინის გავლაზე და ფეხებს აბაკუნებს… ახლა კარგად მომისმინეთ “სვეტებო” და “პრადვინუტებო”, ვინც ამას მართლა აკეთებთ და 10 დღის გატარება არ გსურთ კარანტინში, თქვენ გამო შეიძლება მთელი ერი დაავადდეს! გონს მოუხმეთ, აზრზე მოდით და სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ, თუ შეგრჩათ უნარი აზროვნების. მოვუწოდებ შსს – ს, ვინც უარს იტყვის კარანტინზე, ძალის გამოყენებით წაათრიეთ და გაატარეთ კარანტინი, სანამ მართლა იფეთქა ეპიდემიამ”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.