logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ოჰ, შალიკო შენი !
- +

29 თებერვალი. 2020. 02:55

 

 

ყველა ქართველის მოქალაქეობრივი ვალია და ჩემი პატარა წვლილი მეც უნდა შევიტანო ივანიშვილის გაკოტრების საქმეში. ამიტომ, ოჯახში ავკრძალე და ხელ-პირს საპნით აღარ ვიბანთ!

 

 

დროული იყო შალიკოს ინიციატივა, მარა რაზმახში ეხაზება ცოტა.

 

 

რატომ მარტო ხელები შე კაცო?!

 

 

ხოაზეხარ, რა ზარალში ჩავარდება და როგორ მოვუკლავთ მაგ საპნის ბიზნესს, საერთოდ ტანდაუბანელიც თუ ვივლით ყველა?!

 

 

ეგ კიდევ რაა!

 

 

ამას წინათ, რომ გავიგე (გონივრული ეჭვი გვაქვსო), ფქვილი და ხორბალიც ივანიშვილის ფირმებს შემოაქვთო, კატეგორიული უარი ვსტკიცე ჩემს შვილიშვილს ხაჭაპურის ყიდვაზე!

 

 

ცოტა კი იტირა, მარა ბოლოს ჩემს ინიციატივას ისიც გაგებით მოეკიდა!

 

 

აპაა, ეგ მაკლია ახლა, ჩემს ანგელოზივით ბავშვს ხაჭაპური ვაჭამო და იმ ოლიგარქს ჯიბე გავუსქელო!

 

 

მართალია, ოჯახის წევრები კი დაიბნენ ცოტა და არც მათ იმ შეკითხვაზე მაქვს ჯერ პასუხი, - პური თუ არ ვიყიდეთ, რა ბებიაჩვენის ვჭამოთო, მარა მოვიფიქრებთ რაიმეს!

 

 

ჩვენ თუ არა, შალიკო მოიფიქრებს აგერ!

 

 

ესეც არ იყოს, სამშობლოს წინაშე ჩვენი ვალია მთავარი, თორემ (ბებიაზე გამახსენდა) კაი ხანია დედიჩვენის მირთმევას ისე ვართ მიჩვეული, რომ უპურობაც არ უნდა გაგვიჭირდეს, წესით-თქო! - დავაიმედე ოჯახი. :)

 

 

ოჰ, შალიკო შენ მო---------------------

 

 

ე რეებს ვწერ ტოო!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner