logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „კა“ და კუპრავა აღარავის ახსოვს, იფიქრეს, გავლახოთ და „ოცნებას“ დავაბრალოთო
- +

29 თებერვალი. 2020. 02:59

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებას ეხმაურება ზვიად კუპრავას ცემის საქმეზე

 

 

„დღეს ის უაპელაციოდ გამოდის და აცხადებს, რომ ზვიად კუპრავას, რომელმაც ფაქტობრივად, თავისი მარგი კოეფიციენტი ამოწურა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, იგივე „ევროპული საქართველოსთვის“, თურმე, ვიღაც თავს დაესხა, მით უმეტეს, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს იმ პოლიტიკისგან, რომელიც ირმა ნადირაშვილის პარტიას ჰქონდა და ხელისუფლებას ამ ყველაფერს უაპელაციოდ აბრალებს.

 

 

პირიქით, ვფიქრობ, თუ ვინმეს ასეთი განცხადებების გაკეთება და მით უმეტეს, გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას გალახვა აწყობდა, ეს ის პარტიაა, რომელსაც წარმოადგენს ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი. ზვიად კუპრავა გამოუსადეგარია, რადგან მიტინგი აღარ არის, დღის წესრიგში სარალიძის საკითხი აღარ დგას, „კა“ და კუპრავა აღარავის აღარ ახსოვს. იფიქრეს, მოდით გავლახოთ და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო. თუ რამე ჰქონდა, ახლა უფრო არ გამოაქვეყნებს? შეეშინდა, თუ რა? ზვიად კუპრავა არის უშიშარი, ქვა და რკინა და ვერანაირი ცემა და გალახვა მას ვერ გააჩერებს, თუ რამე აქვს, კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს, რაზე მუშაობდა, მუშაობის რომელი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, რომ საერთოდ რამეზე იმუშაოს?

 

 

გამოდის, ამ ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს და იმედი აქვს, რომ შეიძლება, ვინმემ დასავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ყურადღება მიაქციოს და როგორც „მთავარი არხის“ ხელმძღვანელზე თავდასხმა, მონათლოს „ქართული ოცნების“ აქტივობად. ამის იმედი აქვთ და ამიტომ არიან ხეპრეები”, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის გამოკითხვაზეა დაბარებული.

 

 

ამასთან დაკავშირებით, დღეს ოპოზიციის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა და მომხდარსი მმართველი გუნდი დაადანაშაულა.

 

 

„არ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელიც არ მოგწონს, საკუთარი „ტიტუშკები“ დაახვედრო და აცემინო“, – ამბობს ნადირაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner