logo_geo
eng_logo
ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია
- +

29 თებერვალი. 2020. 10:41

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი-ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს ახორციელებენ დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით.

 

თბილისის აეროპორტში, „წითელი ხიდისა“ და „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

 

თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწყება მუდმივ რეჟიმში განახორცილებს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტში არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner