logo_geo
eng_logo
შსს-მ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

29 თებერვალი. 2020. 11:25

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner