logo_geo
eng_logo
ლაშა ღლონტი: ყველაფერი მალე დასრულდება, უბრალოდ, დაიცავით რეკომენდაციები
- +

29 თებერვალი. 2020. 11:37

 

 

„მინდა გახაროთ, ჩინეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა, ევროპაში მიგრირებული ფორმები გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ინფექციის კერაში“, - მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ წერს.

 

„ჩემო საყვარელო მეგობრებო, მინდა გახაროთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა და ევროპაში მიგრირებული ფორმები გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ინფექციის კერაში. პანიკა გაზვიადებულია და ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს. მთავარია, ცოტა ხანი დავიცვათ რეკომენდაციები:

 

  1. დავიბანოთ ხელი ძალიან ხშირად;

 

  1. გავანიავოთ ოთახები;

 

  1. დროებით ნუ გადავკოცნით ერთმანეთს და ნუ ჩამოვართმევთ ხელს;

 

  1. ნუ იმოგზაურებთ ჩინეთში, იაპონიაში, ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში;

 

  1. სიტუაცია დასტაბილურდა და ვირუსი უკან იხევს;

 

  1. სიკვდილიანობის ისედაც დაბალი მაჩვენებელი კიდევ უფრო იწევს ქვემოთ;

 

  1. ახალი შემთხვევები შეიძლება ინერციით კიდევ აღმოჩნდეს, მაგრამ სიმპტომები გაცილებით სუსტია. ამან არ შეგაშინოთ;

 

  1. გახალისდით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. უბრალოდ, დაიცავით ეს რეკომენდაციები. არაფერია სანერვიულო.

 

P.S.

 

აქამდე სხვა ვირუსული აფეთქებების შემთხვევაში სოციალური ქსელები არ იყო ასეთი პოპულარული და ჩვენ გვგონია, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ, დღეს მეტი ინფორმაციაა.

 

ასე რომ, დამშვიდდით და გააგრძელეთ ის, რასაც აქამდე აკეთებდით. უბრალოდ, დაიცავით რეკომენდაციები, ყველაფერი მალე დასრულდება“, - წერს ლაშა ღლონტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner