logo_geo
eng_logo
ირლანდია და შვედეთი ფრეზე გაიყარნენ
- +

13 ივნისი. 2016. 22:18


ევრო 2016-ის E ჯგუფის პირველ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრები შვედეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მოლოდინები გამართლდა და „სტად დე ფრანსზე" შეკრებილმა 75 ათასმა გულშემატკივარმა დაძაბული, ხისტი და თანაბარი ორთაბრძოლა იხილა.

 

პირველ ტაიმში ირლანდიელთა შეტევები უფრო მწვავე იყო, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე კი, უესლი ჰოლაჰანმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ შვედები გააქტიურდნენ. იბრაჰიმოვიჩს რამდენჯერმე მიეცა დარტყმის საშუალება, თუმცა „მწვანეების" დაცვის ხაზი კარგად ახერხებდა „პსჟ"-ს ფორვარდის განეიტრალებას 71-ე წუთამდე, რა დროსაც იბრაჰიმოვიჩის პასს კლარკმა თავი დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ავტოგოლის წყალობით ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა. დარჩენილ დროში ორივე გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ გოლის გატანას, თუმცა ზედმეტი არცერთს გაურისკავს, რადგან წინ ურთულესი დაპირისპირებები ელით იტალიისა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებებთან და დღევანდელ შეხვედრაში მარცხი ძალიან ბევრს გადაწყვეტდა.

 

შეგახსენებთ, რომ E ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ბელგიის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს შეერკინება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner