logo_geo
eng_logo
დათო გორგილაძე: ჟურნალისტებო - ნუ უწოდებთ COVID-19-ს მომაკვდინებელ ვირუსს. ასე არ არის
- +

29 თებერვალი. 2020. 12:09

 

„სად გაგონილა, ბრიფინგს მოუსმინოთ და რაც ილაპარაკეს, ახლიდან გაამეორებინოთ“, - ბლოგერი დათო გორგილაძე სოციალური ქსელით ჟურნალისტებს მიმართავს.

 

„ახლა სერიოზულად, კოლეგა ჟურნალისტებო:

 

  1. ნუ უწოდებთ COVID-19-ს მომაკვდინებელ ვირუსს. ჯერ ერთი, ასე არ არის, ბევრად უფრო სუსტი ვირუსია, ვიდრე წინა კორონავირუსები. ლეტალური შედეგი მხოლოდ რისკ-ჯგუფებშია და იქაც კი დაბალია პროცენტულობა; მეორე კიდევ, ამ ტყუილის მიღმა, სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ხალხი 10 შეკვრა ბრინჯს ყიდულობს.

 

  1. მიკროფონს რომ ჩრით პირში ადამიანს, რომელზეც არ იცით, ინფიცირებულია თუ არა, გგონიათ, ასე იქცევა კარგი რეპორტიორი? ეს მაღალპროფესიონალიზმის ნაცვლად უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერი.

 

  1. სად გაგონილა, ბრიფინგს მოუსმინოთ და რაც ილაპარაკეს, ახლიდან გაამეორებინოთ მთელი ღამის უძინარ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ სამონტაჟოში ჯაფა შეიმსუბუქოთ?

 

 

  1. 2 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოში. ცხადია, შემთხვევები კიდევ იქნება. ეს გლობალური პრობლემაა და საქართველო ამ ყველაფრის ნაწილია. ნუ აქცევთ ყოველ მომდევნო შემთხვევას სენსაციად. მეც კი შემიძლია (სამწუხაროდ) იმის დადასტურება, რომ კიდევ დაფიქსირდება, მაგრამ მთავარი ხომ ამ ყველაფრის კონტროლია. ორივე პაციენტი კარგადაა, ტემპერატურაც კი არ აქვთ. დიდი ალბათობით, უპრობლემოდ დაუბრუნდებიან სახლებს და იმის გამო, რომ თქვენ ქმნით ტალღებს, მოსახლეობა პანიკაშია.

 

  1. ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს დათო გორგილაძე .

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner