კორონავირუსის გამო, „Ryanair“-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში ორჯერ განხორციელდება.
მილანსა და თბილისს შორის რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.