logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: პუტინს ვკითხე, აქ რა გესაქმება? გადადი ჩვენი გზიდან და საშუალება მოგვეცი, სირიის რეჟიმის პირისპირ დავრჩეთ
- +

29 თებერვალი. 2020. 15:32

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, მან სატელეფონო საუბრის დროს, ვლადიმირ პუტინს სთხოვა, გვერდით გადგეს და თურქეთი სირიის რეჟიმის წინაშე მარტო დატოვოს.

 

„მე პუტინს ვკითხე: აქ რა გესაქმება? თუ შენ ბაზის გახსნა გინდა, გახსენი, მაგრამ ჩვენი გზიდან გადადი და საშუალება მოგვეცი, სირიის რეჟიმის პირისპირ დავრჩეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

ცნობისთვის, სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის გუშინ საღამოს შედგა. მხარეებმა იდლიბში არსებული ვითარება განიხილეს.

 

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა, სირიის იდლიბის პროვინციაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ორი დღის წინ, რუსეთის მხარდაჭერილი ასადის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო შეეწირა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთის ჯარებმა სირიის ამბოხებულებთან ერთად მოახერხეს იდლიბის მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება, თუმცა, ამ ცნობებს არ ადასტურებენ რუსეთში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner