ირანის პარლამენტის დეპუტატი, მუჰამედ ალი რამაზანი კორონავირუსით დაღუპა. რამაზანი ცოტა ხნის წინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გილანის გუბერნიის ქალაქ ასტანაში აირჩიეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმები დეპუტატის გადასარჩენად რამდენიმე დღის მანძილზე იბრძოდნენ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ირანში 4 დეპუტატს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდათ.