logo_geo
eng_logo
კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა
- +

29 თებერვალი. 2020. 18:50

 

 

კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია „მევენახეობის თანამედროვე პრობლემები საქართველოში“ გაიმართა.

 

კონფერენციის მონაწილეებმა მევენახეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა დარგის სპეციალისტებს მევენახეობის განვითარების პერსპექტივები, ცენტრის მიერ აღდგენილი ვაზის ძველი ქართული ჯიშები და მათი სამეწარმეო პოტენციალი გააცნეს.

 

„ჯიშური მრავალფეროვნება და მისი დაცვა დღეს ქართული მევენახეობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მის განვითარებას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის აგროკლიმატური პირობები. მევენახეთა ერთ-ერთ პრიორიტეტს ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების გაშენება და ღვინის წარმოებაში დაბრუნება უნდა წარმოადგენდეს“,  - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ.

 

მევენახეთა კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა უკვე მეორედ იმართება.

 

კონფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მევენახეები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციის დასასრულს, ქვევრის გახსნის ცერემონია და ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner