logo_geo
eng_logo
„თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს
- +

29 თებერვალი. 2020. 19:21

 

 

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, თბილისის მერიის დავალებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას იწყებს.

 

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.

 

 

„იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება. „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner