logo_geo
eng_logo
18 - წლიანი ომი ავღანეთში დასრულდა - აშშ-მ და "თალიბანმა" შეთანხმებას ხელი მოაწერეს
- +

29 თებერვალი. 2020. 19:45

 

 

აშშ-მა და თალიბანმა ავღანეთში 18-წლიანი ომის დასრულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  მხარეები იმედოვნებენ, რომ  დოკუმენტი ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი ყველა სამხედრო ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებს. თავის მხრივ, მეამბოხეებს  მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება მოუწევთ - უზრუნველყონ უსაფრთხოება და  ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა.

 

 

დოჰაში შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას აშშ-ს სახელმიწფო მდივანი, მაიკ პომპეო და "თალიბანის" ლიდერები დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner