თბილისის საკრებულოს დეპუტატის ჯაბა ჯიშკარიანის ინფორმაციით, წელს თბილისში 150 ახალი ევროპული სტანდარტის, სრულად ადაპტირებული ავტობუსი შემოვა. ავტობუსები აღჭურვილია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვისაც. კომენტარი ჯაბა ჯიშკარიანმა „ახალ თაობასთან" ინტერვიუში გააკეთა.
„ამ ტიპის ავტობუსები ჯერ ჩვენს ქალაქში არ ყოფილა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია „იბიარდის" საიტზე. პროექტი სწორედ „იბიარდის" თანადაფინანსებით ხორციელდება. დედაქალაქში ეტაპობრივად მოხდება ავტოტრანსპორტის გამოცვლა. სრულად მოხდება ავტოპარკის განახლება, შესაბამისად, იგეგმება 650 ეკოლოგიური ავტობუსის შეძენა თბილისისთვის, რომელიც ევრო-6 ძრავით იქნება აღჭურვილი. ეს ძალიან მაღალი დონის, ევროსტანდარტის ავტობუსებია, რომლებიც ევროპის დედაქალაქებში დადიან", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.