logo_geo
eng_logo
იტალიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეს გორის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში აკვირდებიან
- +

29 თებერვალი. 2020. 20:48

 

 

იტალიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეს გორის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში აკვირდებიან . ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა განუცხადა.

 

 

„დაახლოებით 18:00 საათზე,იტალიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეს გორის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში აკვირდებიან ჰოსპიტალში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეა შემოყვანილი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

 

 

მას ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა მოვათავსეთ ბოქსირებულ პალატაში, პრევენციის მიზნით.

 

 

პაციენტი იქნება იზოლირებული და დავაკვირდებით 2 კვირის განმავლობაში. თავის დაზღვევის მიზნით, მისი ანალიზები ხვალ დილით გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

 

 

ჰოსპიტალს გააჩნია ინფექციური განყოფილება, ცალკე კორპუსი, ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებული პალატებით, შესაბამისი აღჭურვილობითა და ექიმებით. ვფიქრობ, საჭირიების შემთხვევაში პრობლემა არაფერზე გვექნება.

 

 

თუ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან რისკ-ჯგუფში შემავალ ქვეყნებში, დაბრუნებისას, პრევენციის მიზნით აქ მოვათავსებთ“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner