logo_geo
eng_logo
აშშ-ში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა
- +

29 თებერვალი. 2020. 22:47

 

 

აშშ-ში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ apnews წერს. ფაქტი ვაშინგტონის შტატში მოხდა. სხვა დეტალები სტატიაში მოყვანილი არ არის.

 

 

აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრესკონფერენციას გამართავს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე.

 

 

26 თებერვალს აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადაა. ამის შესახებ Reuters წერს.

 

 

25 თებერვალს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისთვის მოემზადონ.

 

 

ამ დრომდე აშშ-ში კორონავირუსის 62 შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

 

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner