logo_geo
eng_logo
გოდერძი შარაშია: მადლობა ყველა ექთანს, რომელიც საავადმყოფოებში ათენებს და აღამებს!
- +

1 მარტი. 2020. 00:33

 

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

 

 

„მადლობა ყველა ექიმს, რომელიც ახლა ბოქსებში მუშაობს. მადლობა ყველა ექთანს, რომელიც საავადმყოფოებში ათენებს და აღამებს, მადლობა სასწრაფოს ყველა ბრიგადას, რომელსაც პაციენტები გადაჰყავს, მადლობა ყველას ვინც აეროპორტებში და სასაზღვრო პუნქტებში დგანან. მადლობა ლუგარის ცენტრს, რომელმაც შექმნა ლაბორატორია, სადაც ამ ვირუსის დიაგნოზს უსწრაფესად ადგენენ. მადლობა ყველას, ვინც პირველივე დაძახებაზე გამოდის მიკროფონთან და ახალ ინფორმაციას გვაწვდის:ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, ხათუნა ზაკაშვილს, მაია ბუწაშვილს და სხვებს. მადლობა ჩემს იმ კოლეგებს, რომლებიც სტანდარტების დაცვით მუშაობენ ეპიცენტრებში.“ - წერს გოდერძი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner