logo_geo
eng_logo
ბორჯომის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს
- +

1 მარტი. 2020. 01:08

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ორ მაღალჩინოსანს და ერთ ადგილობრივ ბიზნესმენს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას ქრთამის აღებას ედავებიან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას მოქალაქე გ.უ-ს.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი 29 თებერვალს დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე სამმართველოს უფროსმა ბექა ჯიჭონაიამ განაცხადა.

 

 

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner