ასე პასუხობს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი ანა ბროლაძე საზოგადოების იმ ნაწილს, ვინ ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა სერგეი ლავროვთან კითხვის დასმის ფორმისთვის გააკრიტიკა.
“ბევრი პრეზიდენტი, მინისტრი, გენერალური მდივანი და კიდევ ბევრი წონიანი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ჩამიწერია,დონალდ ტრამპიც კი, საქართველოში როცა იყო ბათუმში ჩამოსულა და ირმა ნადირაშვილი, როგორც პრეზიდენტის ადამინიტრაციის წარმომადგენელი ყველანაირად მბლოკავდა, მაშინ “მაესტროს” კორესპოდენტს, რომ საერთოდ ვერ მოვხვედრილიყავი იმ დარბაზში, სადაც მიშა და ტრამპი ერთობლივ განცხადებას აკეთებდნენ და დონალდ ტრამპი ზუსტად ღონისძიების მერე გავაჩერე და ჩავწერე… თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა, ამიტომ ჟენევაზე და ლავროვზე დავბრუნდეთ…
ბევრმა ქართველმა კოლეგამ თუ არაკოლეგამ, ისე, რომ არც უნახავს ვიდეო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსის საოცარი პოსტიდან გამოიტანა დასკვნა, რომ ისევე მოვიქეცით, როგორც ქართული მედია მაგალითად ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლისას მოიქცა, ანდა სულაც ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტების შეყვანისას, ან ისე, როგორც ამ ბოლო დროს უბრალოდ, ღონისძიებების უმეტესობაზე, ყოველდღიურად იქცევა.
სამსახურიდან გამომდინარე, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოვადგენ, ვცდილობ მაქსიმალურად თავშეკაცებული ვიყო, ზედმეტად არ ვწერო და არ გამოვხატო საკუთარი პოზიცია, რომ არ მომიბრუნდნენნ მავანნი, ჩემი გადასახადიდან დაფინანასებულ არხზე მუშაობო, როგორც სჩვევიათ ხოლმე.
ხოდა, ადამიანებო, სანამ გაილანძღებით და ვიღაცების პოზიციებიდან განზოგადებულ დასკვნებს გამოიტანთ, უბრალოდ საკუთარი თვალით ნახეთ რა მოხდა, კითხვა დავსვი- რაც ჩემი პროფესიაა და დავსვი ადამიანთან, რომლის ფაქტორზეც არის დამოკიდებული,სად უმასპინძლებს საქართველო,როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაისის მინისტერიალს. პასუხად მივიღეთ ლანძღვა დიპლომატისგან და ესეც პასუხია, მოგვიანებით კი უბრალოდ ტყუილი ინფორმაცია, ლავროვის პრესსამსახურისგან, რაც სულაც არაა გასაკვირი.
ასე იყო ამბავი და ვერ წარმომიდგენია ჟურნალისტი, რომელიც ლავროვთან ამ შანსს არ გამოიყენებდა…
პ.ს. ჟურნალისტური პედესტალიდან მორალის კითხვას, რომ ბიბისი, სიენენი ასე არ იქცევა.. ვიცი! არც მე ვიქცევი ! არც არავის ვეკიდები საერთაშორისო ღონისძიებებზე, წინასწარ ვუთანხმდები და სურვილის შემთხვევაშიც, კულტურულად ვწერ…თუმცა ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერსა თუ პრეზიდენტს შორის და ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ტოლობის დასმა, აბსოლუტურად არალგოკური მგონია
პ.ს.ს. არც ქვეყანაა, სამწუხაროდ ამერიკა და ბრიტანეთი, არც ტელევიზიებს გვაქვს BBC -ის ან CNN-ის მდგავსი პრიორიტეტები და მედიაც, შესაბამისად,განსხვავებულად ვმუშაობთ..
კიდევ ერთხელ,ასე მოხდა ყველაფერი, დაუმონტაჟებლად, უწყვეტი კადრი.. რომ გეჭიდავებიან და სერაფად მიდიხარ, ალბათ ცოტა აქტიურ ტემპსა და ხმამაღალ ტემბრზე ხარ, შეიძლებოდა უფრო მშვიდად დამესვა შეკითხვა,მაგრამ ისედაც როხროხა ვარ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც” – წერს ანა ბროლაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” და “იმედის” ჟურნალისტებს კითხვას არ უპასუხა და მათ ავადმყოფები უწოდა.
მოგვიანებით კი ლავროვის უწყების პრესპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველი ჟურნალისტები კითხვის დასმის დროს ის უხეშად მოიქცნენ,ხელი დაუზუანეს.