logo_geo
eng_logo
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
- +

1 მარტი. 2020. 11:13

 

 

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე წერს.

 

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცოლთან ერთად რამდენიმე დღის წინ სომხეთში მეზობელი ირანიდან ჩავიდა. ეიქმებთან მიმარტვისას მამაკაცს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა, ახლა სიცხემ დაუწია. მის ცოლს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

 

„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - წერს ფაშინიანი. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

 

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner