„საქართველო მიესალმება აშშ-სა და „თალიბანს“ შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, როგორც ისტორიულ ნაბიჯს ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს და 29 თებერვალს აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხმაურება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეთანხმების სრულად შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„მშვიდობა და სტაბილურობა ავღანეთში კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის“,- წერს ზალკალიანი.