დასავლეთ ავსტრალიის შტატის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაადასტურა. შტატის ჯანდაცვის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის პირველი მსხვერპლი 79 წლის მამაკაცია, რომელიც საკრუიზო გემ „Diamond Princess“-დან იყო ევაკუირებული.
ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 15 უკვე განიკურნა. „Diamond Princess“-დან ევაკუირებული 9 ადამიანი დარვინის კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას.