logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: სააკაშვილი არის გამოუსწორებელი კრიმინალი!
- +

13 ივნისი. 2016. 23:16


 „თუ სააკაშვილს აქ დააბრუნებენ, ხალხი იარაღს აიღებს, სისხლი დაიღვრება!", - განაცხადა  „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება - 21"-ის თავმჯდომარემ  ლევან ვასაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.


 „სააკაშვილი ჩემი თაობის კაცია და ძალიან კარგად ვიცნობ! ის ძალიან მყიფე და არასასურველი ფსიქიკის მქონე ადამიანია ბევრი კომპლექსით.

 სააკაშვილისთვის დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ძალაუფლება, რადგან ასეთ განსაცდელს ბევრად უფრო ძლიერი ფსიქიკის მქონე ადამიანებიც ვერ უძლებენ. სააკაშვილის სამედიცინო პრობლემები და მისი ფსიქიკური აშლილობა სრულიად ჰიპერტროფირებული გახდა მას შემდეგ, რაც ძალაუფლება მიიღო.

 

 სააკაშვილი ავადმყოფია და მე მას, როგორც ჯანმრთელ ადამიანს, არც ვუყურებ! ადექვატურ კოორდინატთა სისტემაში სააკაშვილის ქმედებებს ვერ განვიხილავ. სხვა საკითხია, რომ ის ნამდვილი კრიმინიალია. სააკაშვილი არის გამოუსწორებელი კრიმინალი, რომელმაც ქვეყანას ნამდვილი კატასტროფა მოუტანა. სააკაშვილისთვის ერთადერთი გამოსავალი განსასჯელის სკამი და ერის წინაშე პასუხისგებაა! არ ვიცი, სააკაშვილს რა ან ვინ შეაჩერებს. - რა უშველის სააკაშვილს? ამერიკელები სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ლამობენ, მაგრამ მე ამის არ მეშინია, რადგან სააკაშვილის ფიზიკურად დაბრუნება შეუძლებელია. თუ სააკაშვილს აქ დააბრუნებენ, ხალხი იარაღს აიღებს, სისხლი დაიღვრება და იმედი მაქვს, ამერიკელებს ეს ესმით!" - აცხადებს ლევან ვასაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner