logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს
- +

1 მარტი. 2020. 16:43

 

 

„კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართულია პარლამენტი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით, გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

მისი შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს.

 

„გუშინდელი დღის შემდეგ, ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე რჩება ინფიცირებული 3 პაციენტი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვითარება კონტროლირებადია. ყველა პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პრემიერის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად იკრიბება და ხდება ყველა სავარაუდო სცენარის განხილვა. პარლამენტი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით  ჩართულია საბჭოს მუშაობაში. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და ვფიქრობ, საპანიკო არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, სიფრთხილე და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner