"ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი, როგორც სპირტში რომ ჩადო. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს პრინციპულად არასწორია. გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქმნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სისხლი იესო ქრისტესი, რომელიც თვითონ წვავს და განწმენდს ყოველგვარ დაავადებას. რაც შეეხება კორონავირუსს, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მაგრამ, მეორე მხრივ, პანიკის ატეხა არ არის სწორი“, - განაცხადა მეუფემ.