logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ყველაფერს გადააჭარბა ამ კაცის და მისი კოლეგების მოთმინებამ
- +

1 მარტი. 2020. 19:43

 

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში  წერს:

 

 

“ამირან გამყრელიძეს სულ პატივს ვცემდი. თან მიყვარს, რადგან ის და მისი მეუღლე ჩემი ოჯახის დიდი მოყვარულები არიან. სასაფლაოც ერთი გვაქვს. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერს გადააჭარბა ამ კაცის და მისი კოლეგების მოთმინებამ, პროფესიონალიზმმა და ადამიანობამ. მსგავსი მობილიზაცია ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებშიც, ყველგან არ ხდება. ახლა, რა სისუსტეებიც სჭირს, ზოგადად, ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამაზე აქ ლაპარაკი არაა.

 

 

ბოროტი სექტების წარმოუდგენელი თავდასხმების ქვეშ უწევთ ექიმებს 24 საათი შრომა, რათა ჩვენ კარგად ვიყოთ. შხამიანი ბრბო, იმის მაგივრად, რომ ასეთ საგანგებო ვითარებაში, მხარში ამოუდგნენ ქვეყანას და ხალხს, ებრძვიან და ლანძღავენ ჩვენს მედიკოსებს, ადამიანებში თესავენ ნიჰილიზმს, რომ ისედაც აუტანელი ყოფა, უარესად გაუსაძლისი გახდეს. ახლა მითხარით, რომელი შაჰაბასი და მურვან ყრუ იყო ამათზე ყრუ და ბრმა?!

 

 

 

ჩემი მხრიდან, დიდი მადლობა ჩვენს ექიმებს და სოლიდარობა მათ ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში! – წერს რუსუდან შარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner