განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე დიმიტრი ქუმსიშვილის შესახებ წერს:
„ძალიან ბევრი მინდა დავწერო ამ ადამიანზე- დიმიტრი ქუმსიშვილი.
ეს არის კაცი, რომელიც რაცარუნდა დაკავებული იყოს ყოველთვის იცლის ყველასთვის, ხაზს ვუსვამ ყველასთვის. არ არსებობს დაურეკო, ვერ უპასუხოს შეხვედრის გამო და არ გადმორეკოს.
მახსოვს ერთხელ საქმე მქონდა მასთან და ღამის 2 საათზე შევხვდი, ეტყობოდა გათიშული იყო და მთელი საათი მისმენდა ძალიან ყურადღებით. ადამიანი, რომელიც მისთვის აბსოლუტურად უცნობ თემაზე ისე ღრმად შეიძლება ჩაგყვეს, რომ თავად გაოცდე. კაცი, რომლისთვისაც თანამდებობა არაფერს ნიშნავს, არ იცის რა არის "სამუშაო საათები" და აქვს ალღო. "ყნოსვით" გრძნობს კარგ იდეას და მის შედეგს. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ადამიანი, რომელმაც იცის მეგობრობა.
ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო მასზე მარამ ერთს ვიტყვი. გილოცავ საქართველო, შენ მოიგე ჯეკპოტი, რომ დიმა ქუმსიშვილი გყავს ხელისუფლებაში."