logo_geo
eng_logo
თურქეთსა და სირიას შორის ომი დაიწყო - საქმეში რუსეთი ჩაერია
- +

1 მარტი. 2020. 22:01

 

 

მას შემდეგ რაც ერდოღანის მიერ სირიის არმიისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა შეიარაღებული ძალების იდლიბის პროვინციიდან გაყვანის თაობაზე, თურქულმა ჯარმა მასირებული შეტევა დაიწყო ფრონტის მთელ მიმართულებაზე სირიული სახმელეთო ძალების გასანეიტრალებლად.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, აქტიურად მუშაობენ თურქული ფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც, რომლებიც ამუშავებენ სირიელთა პოზიციებს. თავის მხრივ ვრცელდება ფაქტები, რუსული თვითმფრინავების აქტიური მოქმედების შესახებ, რომლებმაც, როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, გზა გადაუჭრეს თურქულ საფრენ აპარატებს.

 

 

ტვიტერზე გაცხადებული ინფორმაციით, რუსულმა ფლოტმა ხმელთაშუა ზღვიდან კალიბრის ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ფრონტის ხაზზე, თუმცა შედეგები ამ დრომდე უცნობია.

 

 

ასევე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ერდოღანის მიმართვა "ტვიტერის" ქსელით, სადაც იგი თავისი ერის გამარჯვების აუცილებლობასა და ინტერესების დაცვაზე საუბრობდა.

 

 

იდლიბის მოსაზღვრე, ჰატაის პროვინციაში ჩავიდა თურქეთის თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, რომლებიც მეთაურობენ არმიის შეტევის მიმართულებას. ასადი იდლიბში ცოცხალი ძალის დამატებით ნაწილებს უყრის თავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner