logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: კონტროლზე არის აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია
- +

1 მარტი. 2020. 22:19

 

 

რემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს.

 

 

სუბარის თქმით, კონტროლზე არის აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია.

 

 

"კონტროლზე არის აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია, საზღვრებიდან მოყოლებული, ასევე ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნების თავშეყრის დაწესებულებებს. ორი კვირით არდადეგები გამოცხადდა სკოლებში და საბავშვო ბაღებში და მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება, როგორც სასწავლო დაწესებულებების შენობების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. ამასთანავე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის 3 და 8 მარტთან, დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ამის შესახებ ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა ყველა თვითმმართველობას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner