logo_geo
eng_logo
აბასთუმანში, კარანტინში მყოფი პირი: ნამდვილად ვერ ვგრძნობთ, რომ კარანტინში ვართ - ყველაფერი მოწესრიგებულია
- +

1 მარტი. 2020. 22:55

 

 

“აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, კარანტინში მყოფი პირი იქ არსებულ პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი კარგად იყოს და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

„საცხოვრებელი პირობები არის იმ დონეზე, რომ ადამიანმა საკუთარ სახლში იგრძნოს თავი. ნამდვილად ვერ ვგრძნობთ, რომ კარანტინში ვართ. ყველაფერი მოწესრიგებულია, ოთახებიც შესაბამისად აღჭურვილი, არის სამჯერადი კვება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საკვები ძალიან ბევრია, ითქვა რომ არ იყო, რაც ცრუ ინფორმაციაა. გვაკვირდებიან, სიცხეს გვიზომავენ, აკვირდებიან ჩვენს ჯანმრთელობას, თუ კი რაიმე შეუძლიათ ამ ადამიანებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამეც რომ იყოს, ჩვენს გვერდით არიან ყოველთვის“, – აღნიშნავს კარანტინში მყოფი ქალბატონი.

 

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ამ ეტაპზე, 21 ადამიანია მოთავსებული. ცენტრის დირექტორის, რეზო ჟღენტის თქმით, არავითარი განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner