საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი შოთა გორგოძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შოთა გორგაძე მუშაობდა ქარხანა „ელექტროგამშვებში“ საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, 1963 - 1965 წლებში საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად, 1965 წლიდან - შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, 1977 - 1986 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
1986 -1990 წლებში იყო შს მინისტრი, 1987 - 1990 წლებში - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1985 – 1990 წლებში სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარე. 1994–2000 წლებში საქართველოს შსს აკადემიის რექტორი.
2003 წელს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.