ევროპული ჟურნალ „ალერგია და კლინიკური იმუნოლოგიის“ მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში კორონავირუსით ინფიცირებული 140 პაციენტის კვლევის შედეგებია ასახული. ინფორმაცია შეიცავს უჩვეულო მონაცემებს.
ცნობილია, რომ ბავშვები და ახალგაზრდები მდგრადები არიან დაავადების მიმართ, ვიდრე ასაკოვნები. ასევე ვირუსი საშიშია არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ვირუსული დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს რესპირატორულ სისტემაზე, ყველაზე ხშირად გვხვდება დასუსტებული სუნთქვის აპარატის მქონე ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ ბრონქული ასთმა, ალერგია ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, მაგრამ ამ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ არც ერთ პაციენტს არ აწუხებს ასთმა, ალერგიული რინიტი ან ატოპიური დერმატიტი, ხოლო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღირიცხა პაციენტების მხოლოდ 1.4%-ში. ეს მაჩვენებლები უფრო გასაკვირია, რომ ჩინეთში, ამ ასაკობრივ ჯგუფში (პაციენტთა საშუალო ასაკი იყო 57 წელი), ასთმის დიაგნოზი 4.2%-ს, ალერგიული რინიტი - 9.7%-ს, ხოლო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - 13.7%-ს აღენიშნება.
ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ვირუსი უმეტესწილად აზიანებს არამწეველებს! პაციენტებს შორის, მწეველი მხოლოდ 1,2%-ია, მაშინ, როცა ჩინეთში აქტიური მწეველების პროცენტული მაჩვენებელი 27.3%-ს შეადგენს!
ცნობილია, რომ მწეველები არ არიან მგრძნობიარე ზოგიერთი დაავადებების მიმართ ან გაცილებით ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, ვიდრე არამწეველები.