„რუსეთი არავისთან ომს არ აპირებს და ქმნის ისეთ სიტუაციას თავდაცვაში, რომ სხვა ქვეყნებმა გულშიც რომ არ გაივლონ მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ТАСС“-ის პროექტში „20 შეკითხვა ვლადიმირ პუტინს“ განაცხადა.
„ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს, მაგრამ ვქმნით ისეთ სიტუაციას თავდაცვის სისტემაში, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, პირველად ისტორიაში რუსეთმა შექმნა შეიარაღების ისეთი სისტემები, რომ სხვა ქვეყნები ცდილობენ, მას „დაეწიონ“.
„ეს უნიკალური სიტუაციაა, აქამდე ასე არასდროს ყოფილა“, - განაცხადა პუტინმა.