მედიის ინფორმაციით, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ათობით პირი მძევლად აიყვანა. შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა, საიდანაც დროდადრო სროლის ხმა ისმის. მედიის ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ამავე სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელია.
პოლიცია შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ არეალი. ინციდენტის დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.