2015 წელის 13 ივნისი, თბილისი, ვერეს ხეობა... სახალხო არტისტმა ნანი ბრეგვაძემ გადაცემაში „პრიორიტეტი" გასულ წელს მომხდარი სტიქიური უბედურება გაიხსენა და პირდაპირ ეთერში ატირდა...
„მაგ დროს არ ვიყავი თვბილიში, დაღესტანში მქონდა კონცერტი. მეორე დღეს, როდესაც უნდა მქონოდა კონცერტი, გავიგე საშინელება.
ძალიან რთულია ამის გადატანა, სიტყვები არ მყოფნის ისეთი საშინელება მოხდა. ეს ბავშვები, მოხუცები, ყველაფერი საშინელება რაც ჩემს საყვარელ თბილისში მოხდა, როგორ შეიძლება გულგრილად იყო.
არ შემიძლია ადვილად ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ ეს ისეთი რაღაცაა, სტიქიური უბდურება, რომ... ყველაზე მეტად იმოქნედა იმან, თუ როგორ გაერთიანდა ამ საშინელ დღეს ქვეყანა. მაპატიეთ, ვერ ვლაპარაკობ..."- განაცხადა ბრეგვაძემ.